Saturday, February 15, 2014

პროექტები

პროექტი
პროექტის სახელწოდება.ბრიტანული და ქართული შობა
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები შეარჩევენ მათმიერ მოძიებული ტრადიციებიდან  ერთ-ერთს და მუშაობენ მასზე. ქმნიან ტექსტს მომზადებულს პაუერ- პოინტში და ბლოგს.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ეჩვევიან გუნდურ მუშაობას. ეცნობიან ბრიტანულ კულტურას. იყენებენ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში,უვითარდებათ ენობრივი კომპეტენცია- კითხვის, საუბრის უნარი. უვითარდებათ ლექსიკა და პრეზენტაციის უნარი.
მოსწავლეთა ასაკი: მე 8 კლასის მოსწავლეები.
ვადები / ხანგრძლივობა: 4  თვე
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები:
1) მოსწავლეები შექმნიან საინტერესო სასწავლო რესურსებს, სლაიდ შოუს და  ბლოგს.
 2) მოსწავლეები შეძლებენ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას მსმენელებისათვის ინგლისურ ენაზე და გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი,კალამი ,რვეული.
პროექტის მსვლელობა: 15  ნოემბერს  გავაცნო მოსწავლეებს პროექტის არსი და მოვისმინო მათი მოლოდინები პროექტის შესახებ. მოსწავლეებს დაევალოთ ინფორმაციის მოძიება მათთვის საინტერესო ნებისმიერ ბრიტანულ დღესასწაულზე. 20  ნოემბერს  მათ მიერ მოძიებული დღესასწაულებიდან შეირჩეს ერთი რომელზეც ჯგუფები  იმუშავებენ სხვადასხვა მიმართულებით. ერთი ჯგუფი იმუშავებს ტექსტზე და პრეზენტაციაზე, ასევე ბლოგზე. მეორე   ჯგუფს დაევალება  ინფორმაციის შეგროვება ხალხის გამოკითხვით,დღესასწაულში მონაწილეობის მიღებით და სურათების გადაღება .  25  ნოემბერს ბავშვები შეავსებენ ცხრილს“ ვიცი ,ვისწავლე ,მინდა ვიცოდე“ მხოლოდ ვიცი და მინდა ვიცოდეს. 23 დეკემბერს პროექტთან დაკავშირებით ვიმუშავებთ www.pimpampum.net/bubblr -ში. ჩასვავენ მათ მიერ მოძიებულ სურათებსა და ტექსტებს.20 იანვარს  წარმოადგენენ პრეზენტაციას მომზადებულს პაუერპოინტში და მათ მიერ შექმნილ ბლოგს. მოამზადებენ გოზინაყს და საშობაო პუდინგს.მორთავენ ნაძვის ხეს. 28 იანვარს  გაიმართება  პროექტის პრეზენტაცია  სკრის  საჯარო  სკოლაში.დაისწრებენ დირექციას და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს. პრეზენტაციას აკეთებს თითოეული ჯგუფი. ჯგუფი რომელიც მუშაობს ტექსტზე და პრეზენტაციაზე აკეთებს ტექსტის და ბლოგის  პრეზენტაციას, ჯგუფი რომელიც მუშაობს ხალხის გამოკითხვაზე  აკეთებს ქართული შობის პრეზენტაციას   და ა. შ. ( ჯგუფები მუშაობენ დამოუკიდებლად, ინაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს და შემდეგ ქმნიან ერთ მთლიან პროდუქტს).
საგანთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ძიების და ახლის შეცნობის ინტერესის აღძვრა, მოძიებული ინფორმაციის უცხო ენაზე გადმოცემის უნარის განვითარება.
სამუშაო ენა : ინგლისური ენა
პროექტის ხელმძღვანელი:  მეგი ჭეღელიძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  megicheglidze77@gmail.com

No comments:

Post a Comment