Friday, February 21, 2014

კონკურსები


გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრის და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი კინკურსი.

Saturday, February 15, 2014

შეფასების რუბრიკა

პროექტები

პროექტი
პროექტის სახელწოდება.ბრიტანული და ქართული შობა
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები შეარჩევენ მათმიერ მოძიებული ტრადიციებიდან  ერთ-ერთს და მუშაობენ მასზე. ქმნიან ტექსტს მომზადებულს პაუერ- პოინტში და ბლოგს.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ეჩვევიან გუნდურ მუშაობას. ეცნობიან ბრიტანულ კულტურას. იყენებენ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში,უვითარდებათ ენობრივი კომპეტენცია- კითხვის, საუბრის უნარი. უვითარდებათ ლექსიკა და პრეზენტაციის უნარი.
მოსწავლეთა ასაკი: მე 8 კლასის მოსწავლეები.
ვადები / ხანგრძლივობა: 4  თვე
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები:
1) მოსწავლეები შექმნიან საინტერესო სასწავლო რესურსებს, სლაიდ შოუს და  ბლოგს.
 2) მოსწავლეები შეძლებენ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას მსმენელებისათვის ინგლისურ ენაზე და გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი,კალამი ,რვეული.
პროექტის მსვლელობა: 15  ნოემბერს  გავაცნო მოსწავლეებს პროექტის არსი და მოვისმინო მათი მოლოდინები პროექტის შესახებ. მოსწავლეებს დაევალოთ ინფორმაციის მოძიება მათთვის საინტერესო ნებისმიერ ბრიტანულ დღესასწაულზე. 20  ნოემბერს  მათ მიერ მოძიებული დღესასწაულებიდან შეირჩეს ერთი რომელზეც ჯგუფები  იმუშავებენ სხვადასხვა მიმართულებით. ერთი ჯგუფი იმუშავებს ტექსტზე და პრეზენტაციაზე, ასევე ბლოგზე. მეორე   ჯგუფს დაევალება  ინფორმაციის შეგროვება ხალხის გამოკითხვით,დღესასწაულში მონაწილეობის მიღებით და სურათების გადაღება .  25  ნოემბერს ბავშვები შეავსებენ ცხრილს“ ვიცი ,ვისწავლე ,მინდა ვიცოდე“ მხოლოდ ვიცი და მინდა ვიცოდეს. 23 დეკემბერს პროექტთან დაკავშირებით ვიმუშავებთ www.pimpampum.net/bubblr -ში. ჩასვავენ მათ მიერ მოძიებულ სურათებსა და ტექსტებს.20 იანვარს  წარმოადგენენ პრეზენტაციას მომზადებულს პაუერპოინტში და მათ მიერ შექმნილ ბლოგს. მოამზადებენ გოზინაყს და საშობაო პუდინგს.მორთავენ ნაძვის ხეს. 28 იანვარს  გაიმართება  პროექტის პრეზენტაცია  სკრის  საჯარო  სკოლაში.დაისწრებენ დირექციას და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს. პრეზენტაციას აკეთებს თითოეული ჯგუფი. ჯგუფი რომელიც მუშაობს ტექსტზე და პრეზენტაციაზე აკეთებს ტექსტის და ბლოგის  პრეზენტაციას, ჯგუფი რომელიც მუშაობს ხალხის გამოკითხვაზე  აკეთებს ქართული შობის პრეზენტაციას   და ა. შ. ( ჯგუფები მუშაობენ დამოუკიდებლად, ინაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს და შემდეგ ქმნიან ერთ მთლიან პროდუქტს).
საგანთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ძიების და ახლის შეცნობის ინტერესის აღძვრა, მოძიებული ინფორმაციის უცხო ენაზე გადმოცემის უნარის განვითარება.
სამუშაო ენა : ინგლისური ენა
პროექტის ხელმძღვანელი:  მეგი ჭეღელიძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  megicheglidze77@gmail.com

Tuesday, January 21, 2014

ტრენინგები



         ანგარიში
ღონისძიების დასახელება:   ქართულ-ბრიტანული პროექტი „ინგლისური ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და მათი პროფესიული განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება;საგაკვეთილო პროცესში სასწავლო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება“.
ჩამტარებელი ორგანიზაცია: ბრიტანეთის საბჭო.
ჩატარების ადგილი:მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი.
ვადები:14-15 დეკემბერი 2013 წელი. 12 საათიანი.
მიზნები და ამოცანები:საგაკვეთილო პროცესში სასწავლო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება.
რეზიუმე: დღე 1.   1.გავეცანით რა არის wiki და შევავსეთ ცხრილი True False.
2.გავეცანით Collaborative online writing examples    დავიყავით ჯგუფებად და                                   და       შევავსეთ ცხრილი.
                                 3.გავეცანით ბრიტანეთის საბჭოს რესურსებს,მოსწავლეებში კითხვის უნარ-ჩვევის  განვითარებისათვის wiki და blog-ის გამოყენებით.                    დღე 2.       1.ვისწავლეთ რა არის web 2 და რა განსხვავებაა web1 და web 2-ს შორის.                                        2.გავეცანით საიტს pimpampum.net/bubblr და ვისწავლეთ სურათების,bubble-ის ჩასმა და ტექსტების ჩასმა bubble-ში.                                         3.გავეცანით writeboard-ს და ვისწავლეთ მასში მუშაობა.ასევე  გავეცანით გაკვეთილის გეგმას-როგორ ვამუშაოთ მოსწავლეები writeboard-ში.                                           4.განვიხილეთ Google Maps. ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება:   მასწავლებელი გამოიყენებს სასწავლო ტექნოლოგიებს და აგრეთვე ბრიტანეთის საბჭოს რესურსებს საგაკვეთილო პროცესში.
ხელმოწერა:მეგი ჭეღელიძე
თარიღი:18 დეკემბერი 2013.